რუსთავში 5 ადამიანი ვირთხამ დაკბინა

2025-04-08 14:33:54

რუსთავში მარტის თვეში 5 ადამიანი ვირთხამ დაკბინა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდათ.