სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში არსებული ხორცის სარეალიზაციო ობიექტი 1000 ლარით დააჯარიმა და პრობლემის გამოსწორებამდე დახურა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ობიექტის დახურვისა და დაჯარიმების მიზეზი აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობა გახდა.
სეს-ი იმ მაღაზიის იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.