რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
დავით გარეჯისა და აღმაშენებლის ქუჩების, სასაფლაოსთან დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე გზის სარეაბილოტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით, ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
დავით აღმაშენებლის გამზირიდან მშვიდობის ქუჩისკენ მოძრაობა, შესაძლებელი იქნება დავით გარეჯის ქუჩის გავლით.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.