რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ "კესანეს" "როტარი კლუბი რუსთავი საერთაშორისომ" სენსორული ოთახისთვის საჭირო ინვენტარი გადასცა.
სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრს ინვენტარი კლუბის პრეზიდენტმა ირაკლი შაიშმელაშვილმა და კლუბის წევრებმა ლერი და ირაკლი მაღლაფერიძეებმა დანიის როტარი კლუბების დახმარებით გადასცეს.
საჭირო ინვენტარით აღჭურვასთან ერთად სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ბენეფიციარებისთვის "უჯმა ლენდის" ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა ღონისძიება მოაწყვეს.