რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

2025-03-31 14:48:42

რუსთავში მე-14 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 და მე-6 სართულებს შორის სადარბაზოში გაჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.