რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტომობილი 15 წლამდე ბიჭს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას "ბეემვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და იგეგმება ბინაზე გაწერა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.