რუსთავში, კლდიაშვილის სკვერში ველოსიპედი ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგოს დაეჯახა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაშავდა როგორც გოგონა, ასევე არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც ველოსიპედს მართავდა.
დაშავებულ გოგოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრებმა დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ბიჭი კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონ სამხარაძემ განგვიცხადა, პაციენტს უტარდება კვლევები და მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.