ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ავტოსაზგაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც 2 თვის ბავშვი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.