IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

2024-12-12 15:00:15

IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც.

პროევროპული აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცავთა მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.