მეტროში დაიღუპა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ ხელი ჰკრეს

2024-12-10 18:48:27

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის თვითმხილველელი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იგივე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც.

მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.