პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

2024-12-10 17:51:50

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

"თქვენ რომ არ იყოთ და ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ყოფას ამ მდგომარეობაში. რადგან, თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ვხედავთ ჩვენ რა ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, მათ არ ეცოდინებათ რა ხდება და თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც გაშლილია რამდენიმე ქალაქში, არ გვეცოდინებოდა რომ ქვეყანა დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა და თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ"-, მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, ნიკოლოზ კოკაია, ანა ლომთაძე მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, დეა მამისეიშვილი, მიხეილ მარტიაშვილი, მირიან მელაძე, გივი მჭედლიშვილი, მარიამ ნიკურაძე, გურამ როგავა, დავით ქაშიაშვილი, ნანა ქაჯაია, ალექსანდრე ქეშელაშვილი, გენადი ქვაჩახია, ბექა ყორშია, გიორგი შეწირული, მაკა ჩიხლაძე, ქეთევან ციცქიშვილი, პავლე ხაჩიძე, ირინა ყურუა, ბესარიონ გაფრინდაშვილი (რომელმაც მისვლა ვერ მოახერხა).