ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ქუთაისში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.