 
         2024-12-06 17:14:48
2024-12-06 17:14:48 
    
		
		
			რუსთავში ნაძვის ხის აწყობა დაიწყო.
ნაძვის ხის აწყობის სამუშაოები კოსტავას გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს.
სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ.
ქალაქის მასშტაბით თითქმის დასრულდა საახალწლო განათებების მონტაჟიც.