 
         2024-12-05 18:37:46
2024-12-05 18:37:46 
    
		
		
			პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
"4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან"', - წერია ინფორმაციაში.