აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სახეში გაზის კაფსულა მოხვდა, სტაბილურია.
"უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები, ამ დროისთვის, სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა, დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების მხრიდან დაკვირვება. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას", - ამბობს ინგოროყვას კლინიკის ექიმი, ნინო ხარაიშვილი.