ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა

2024-12-02 17:09:18

2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.

ლარის ცვლილებამ 6.84 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8478 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.19 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9967 ლარი გახდა.

9.34 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6193 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8.2ო თეთრი შეადგინა.