საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი იპოვეს

2024-11-26 13:38:20

გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ასაკოვანი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი გარდაცვლილი სახლში მისმა შვილმა იპოვა.

ქალთან კავშირზე გასვლა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა.

მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.