"დაკავებულია 12 პირი"

2024-11-19 11:30:40

აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 12 მოქალაქე დააკავეს.

"ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე", - წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

ამასთანავე, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, არიან ფიზიკურად დაზიანებული მოქალაქეებიც, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

"სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებში მიემართებიან, 2024 წლის 19 ნოემბერს, დილის საათებში, დაკავებული მოქალაქეების მონახულების მიზნით. მათ შორის, იმ მოქალაქეების, რომლებიც აპარატის ინფორმაციით, ფიზიკურად დაზიანდნენ და გადაყვანილები არიან კლინიკებში", - აცხადებს იოსელიანი.

ფოტო: რადიო თავისუფლება