სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაწმინდეს.
სამართალდამცავებმა დაშალეს ადგილზე გაშლილი კარვებიც. ასევე, ევაკუატორით გაჰყავთ ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული მანქანები, რომლითაც გზები იყო გადაკეტილი.
ამ დროისთვის იქ, სადაც პროტესტანტები ორი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, მთლიანად საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმია განთავსებული.
აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები კი მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში იმყოფებიან.