რუსთაველი მრბოლელი ვანო მძელური აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონია.
საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში წლის განმავლობაში 5 ეტაპად მიმდინარეობს.
ფინალურ, მეხუთე ეტაპი ამლევი-ორბეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გაიმართა, სადაც 5 ეტაპის დაჯამებული ქულებით ჩემპიონი ვანო მძელური გახდა.
ჩემპიონატში ქვეყნის მასშტაბით 25 სპორტსმენი მონაწილეობდა.