მიმდინარე წელს საქართველოში ხანძრის 9 143 შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 167. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საქსტატი ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, ხანძრისგან განადგურდა 392 შენობა-ნაგებობა, ხანძრის შედეგად 15 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია დაღუპული.