ქვემო ქართლში ორი მიწისძვრა მოხდა

2024-11-04 12:08:39

საქართველოში გამთენიისას ორი მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები პირველად 04:08 საათზე თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო.

რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, ის 05:32 საათზე მოხდა და ეპიცენტრი დაბა ჯავა იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.