2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5,043,663 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის მომატებული. ტურიზმის შემოსავლის ვიზიტების სტატისტიკაზე გაყოფით შესაძლებელია მიახლოებული თანხის მიღება, რასაც საქართველოში ერთ ვიზიტზე ხარჯავენ, 2024 წლის 9 თვეში ეს დანახარჯი 686 დოლარს შეადგენდა.
რაოდენობრივად საქართველოში წელს ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან აღირიცხა, რამაც 1.11 მილიონი შეადგინა, რუსეთის ფედერაციის ვიზიტორთა მთლიანი დანახარჯი კი 675 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ერთი რუსი ვიზიტორის საშუალო დანახარჯები 607 დოლარს შეადგენდა. ეს თანხა ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორების საშუალო ხარჯები ერთ ვიზიტზე საქართველოში, რაც 2024 წლის 9 თვეში საშუალოდ 1,311 დოლარს შეადგენდა. EU-ს მოქალაქეებზე მაღალი დანახარჯები აქვთ ისრაელისა და საუდის არაბეთის ვიზიტორებს.
რა თანხას ხარჯავს ერთი ვიზიტორი საქართველოში - ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის 9 თვის მდგომარეობით:
ისრაელი - სულ $322 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 229,739, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,404
საუდის არაბეთი - სულ $108 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 77,567, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,394
ევროკავშირი - სულ $456.5 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 348,329, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,311
უკრაინა - სულ $111.5 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 89,398, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,247
ირანი - სულ $126 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 120,840, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $1,042
აზერბაიჯანი - სულ $127 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი163,207, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $779
ბელარუსი - სულ $78 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 118,192, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $660
რუსეთი - სულ $675 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 1,111,004, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $607
თურქეთი - სულ $478 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 1,060,285, დანახარჯი ერთ ვიზიტზე - $451
სომხეთი - სულ $122 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი, 732,271, დანახარჯი ერთ ვიზიტზე $167
სხვა ქვეყნები - სულ $857 მილიონი დოლარი; ვიზიტების რიცხვი 992,831, დანახარჯი ერთ ვიზიტზე $863.