1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7408 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7408 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0153 ლარი შეადგინა.
რუსთავში სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკული დოლარის ყიდვას 2,78 ლარად შეძლებთ, ხოლო გაყიდვას 2,74 ლარად.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9623 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9484 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.