უკრაინაში რუსეთის ომს კიდე ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელიაა.
ქართველი მებრძოლის მამუკა კეკელიას დაღუპვის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში დაღუპული მებრძოლის მეგობრები ავრცელებენ.
ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.