რუსთავში 17:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 54 100 ადამიანმა დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.
ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით 2 საჩივარია დაწერილი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის საკუთარი პოზიცია 48 704 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული.