მარნეულში 69-ე უბანი დაიხურა

2024-10-26 13:42:09

მარნეულში დაიხურა 69-ე უბანი, სადაც ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა.კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.