შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეებში - 25-26 ოქტომბერს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ.
იმ პირებს, რომელთაც 25 ოქტომბერს უწევდათ მათ მიერ მოთხოვნილი ცნობის მიღება, დოკუმენტს მიიღებენ 28 ოქტომბერს;
იმ პირებს, რომელთაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 25-26 ოქტომბერს, გამოცდით ისარგებლებენ 28 ოქტომბერს;
იმ პირებს, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 25 ოქტომბერს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;
იმ პირებს, რომელთაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 25-26 ოქტომბერი, ვადა გაუხანგრძლივდებათ 28 ოქტომბრის ჩათვლით.
იმ პირებს, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 25-26 ოქტომბერი, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა გაუხანგრძლივდებათ 28 ოქტომბრის ჩათვლით.