ავარიას 9 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2024-10-23 16:43:28

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოზარდს შეეჯახა, მომხდარის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ზედა საჩინოში,  სახელმწიფოერბრივი დანიშნულების გზაზე ტრაგედია მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს  დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა, მშობელს კი სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

მძღოლმა თვითდაზიანება გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიიყენა, ის გადაყვანილია საავადმყოფოში. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ", - წერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია.