ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა.