გორი-რუისის მონაკვეთზე ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ქართლი.ჯი" ავრცელებს.
შემთხვევა, ხილის ბაზრობასთან ახლოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.