გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგო ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.