საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2024-10-14 10:45:22

საქართველოში, გამთენიისას, მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ თიანეთთან იყო, ბიძგების სიმძლავრემ კი 3,9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

„დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე, ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან, მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.