სოფელ ვაჩნაძიანში ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა - გარდაცვლილია ორი ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ეზოში შევარდა. მსუბუქი ავტომრბოლი ეზოში მყოფ ორ ქალს დაეჯახა, შეჯახების შედეგად, ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.