საქართველოს რამდენი მოქალაქე წავიდა ბოლო 10 წელში ემიგრაციაში

2024-10-12 16:00:13

ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში წავიდა 815,608 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ქვეყანაში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები - 550,919 საქართველოს მოქალაქე.  მათ შორის 2022-2023 წლებში ემიგრაციაში წავიდა 264.3 ათასი ადამიანი, ქვეყანაში დაბრუნდა მხოლოდ 146.3 ათასი. ემიგრაციაში დარჩა 118 ათასი. საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკას საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით  IDFI ავრცელებს.

ამ ფონზე 2022-2023 წლებში საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა რუსეთის 114.9 ათასი მოქალაქე, ხოლო ქვეყანა მხოლოდ 41.3 ათასმა დატოვა. საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 73.7 ათასი.

2023 წელს ემიგრაციაში წასული 163,480 საქართველოს მოქალაქიდან 70% (114 438) 30 წლამდე ასაკისაა, მათ შორის 43% (70,003) 15 წლამდე ბავშვია.

გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი.  არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება.