საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბანი შეიქმნება - გადაწყვეტილება ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დამატებითი უბნები შეიქმნება ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკში, პარიზში.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.