ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.
კაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო იარაღიდან მიაყენეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.