ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა, - ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.
დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.