41-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

2024-10-07 12:12:28

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია.

ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.