დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
ახალგაზრდას სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ახლობლების ინფორმაციით, მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული და ის წმენდის დროს გაუვარდა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.