უბედურ შემთხვევას 14 წლის გოგო ემსხვერპლა

2024-10-02 17:03:28

თბილისში უბედურ შემთხვევას 14 წლის გოგო ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მე-10 სართულიდან გადამოვარდა და დაიღუპა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.