„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ.
(1 ოქტომბერი, 2024) ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“ 1200 ლარის ოდენობის სტუდენტურ გრანტს გასცემს.
გრანტით სარგებლობა შეეძლებათ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ან აბიტურიენტებს, რომლებიც დასაქმდებიან 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბერის ჩათვლით, ან უკვე მუშაობენ „ვენდისის“, „საბვების“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელში.
„სტუდენტური გრანტი გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ჯგუფში დასაქმებულ სტუდენტებს, სადაც მათ, სწავლის პარალელურად მუშაობისთვის, ყველა საჭირო პირობა აქვთ: ხელსაყრელი ლოკაცია, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და სხვა მრავალი ბენეფიტი. სტუდენტები, რომლებიც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მნივნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, მყარ საფუძველს ქმნიან არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის მომავალისთვის, შესაბამისად მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“- აცხადებს გივი გვეტაძე, „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“- ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში.
„ვისოლ ჯგუფი“ დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 121 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. წლის ბოლომდე ამერიკული რესტორნების რაოდენობა 130 მდე გაიზრდება. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2200-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.