წყალტუბოში, სოფელ გუმბრინში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული იცნფორმაციით, საწარმოში, სადაც ქვებს ამუშავებენ, ბუნკერის წმენდისას 52 წლის მამაკაცს ფეხი დაუცდა და დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.
კაცი ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.