UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვა.
დვალიშვილი ამის შესახებ, გაჩემპიონების დღიდან ჰპირდებოდა გულშემატკივარს. 17:00 საათზე მერაბი უკვე საქართველოში იქნება და აეროპორტში დამხვედრ აუდიტორიას მასთან შეხვედრის საშუალება ექნება.
აეროპორტიდან ჩემპიონი მსვლელობით ფილარმონიასთან გადაინაცვლებს და 18:00 საათიდან გულშემატკივართან შეხვედრას გააგრძელებს.
მერაბ დვალიშვილმა ამ გამარჯვებით, საქართველოს მეორე UFC-ს ქამარი მოუტანა. პირველი, რომელმაც ეს შეძლო ქართველი "მატადორი" ილია თოფურიაა. დვალიშვილს ამ დრომდე 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს.