დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 2 წლამდე გოგონა მოულოდნელად ასფიქსიით გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაურმა განუცხადა, ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება, უცნობია და ამას ექსპერტიზა დაადგენს.