თბილისის ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მიმდინარეობს სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი - მას დღეს დაკრძალავენ.
კესარია აბრამიძის ოჯახთან სამძიმრის სათქმელად მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
37 წლის მოდელი მისმა ყოფილმა პარტნიორმა, 26 წლის ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლა - გარდაცვლილს სხეულზე ათობით ჭრილობაა აქვს დანით მიყენებული.
ბექა ჯაიანი პოლიციელებმა მეორე დღეს დააკავეს - ის საქართველოდან გაქცევას ცდილობდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჰომოფობიური კანონი, რომელიც მკვეთრად ზღუდავს ლგბტქ ადამიანების უფლებებს და ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.