ავარიას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა

2024-09-21 18:21:06

ავტობანზე, წიწამურთან მომხდარიავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.