პირველი აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული easyJet შემოდის.
ავიაკომპანია ლონდონი ლუტონსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს იფრენს.
გარდა ამისა, ვებგვერდის მიხედვით ავიაკომპანია თბილისიდან ჟენევასა და მილანში იფრენს.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის British Airways-იც.