დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ვენახში 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში აღარ დაბრუნდა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც მეგობრებთან ერთად იყო.
კაცი, სავარაუდოდ, მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.