სარფში გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა.
ქვის ლოდებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
კლდის ჩამოშლის შედეგად სატვირთო ავტომობილი დაზიანდა, ქვის მასამ კი სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები რჩებიან.